2012 წლის არჩევნებისთვის შეუერთდა კოალიცია „ქართულ ოცნებას“, თუმცა არჩევნებამდე დატოვა.[5] არჩევნებში იყო კოალიცია „კახა კუკავა — თავისუფალი საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი.[6] 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო ნინო ბურჯანაძის ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო სიის მე-6 ნომერი[7] და კანდიდატი №16 მაჟორიტარულ ოლქში (დიდუბე, დიღმის მასივი, ზაჰესი).[8] შემდგომში გახდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო პარტიული სიის მე-6 ნომერი და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი.[9] პარლამენტში შესვლაზე პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის უარის შემდეგ, მისი ადგილმონაცვლე უნდა ყოფილიყო ნანა დევდარიანი, მაგრამ მანაც უარი განაცხადა.[10]
არის რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელი, მათ შორისაა „გლობალური კვლევების ცენტრი“, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“ და „სახალხო სასამართლო ფონდი“.[6]