ზურაბ ცქიტიშვილი
ზურაბ ცქიტიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 31 იანვარი, 1941 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
ზურაბ ცქიტიშვილი (დ. 31 იანვარი, 1941, თბილისი)[1] — ქართველი ქიმიკოსი და პოლიტიკოსი. საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი).[2] სსრკ ჩემპიონი ფარიკაობაში.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1965–1970 წლებში იყო რძის კომბინატის ცვლის ოსტატი; 1971–1972 წლებში — გარდაბნის რძის ქარხნის წარმოების უფროსი; 1972–1976 წლებში — დირექტორი; 1976–1990 წლებში — საქართველოს რძის მრეწველობის გაერთიანების მთავარი ინჟინერი; 1990–1993 წლებში — თბილისის რძის კომბინატის გენერალური დირექტორი. 1993–1994 წლებში — ამავე ქარხნის ბაზაზე შექმნილ ს/ს „ამალთეა“-ს გენერალური დირექტორი.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2007 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “.
გამოქვეყნებული აქვს წიგნი, 30 სამეცნიერო ნაშრომი და 20 გამოგონება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 386, თბ., 1998–1999.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზურაბ ცქიტიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზურაბ ცქიტიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ზურაბ ცქიტიშვილის დეკლარაცია (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-31. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2020.
- ↑ ზურაბ ცქიტიშვილი. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2020.
|
|