19 იანვარი
<< | იანვარი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 | ||||
2024 |
19 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-19 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 346 დღე (ნაკიან წელში - 347).
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1419 : ასწლიანი ომი — რუენი ინგლისის მეფე ჰენრი V-ს ჩაბარდა, რითაც ნორმანდია მისი სამფლობელო გახდა.
- 1795 : ბატავიის რესპუბლიკა შეიქმნა ნიდერლანდებში, რითაც დასრულდა შვიდი გაერთიანებული ნიდერლანდის რესპუბლიკის არსებობა.
- 1806 : დიდი ბრიტანეთი იპყრობს კეთილი იმედის კონცხს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
- 1829 : იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ფაუსტის პრემიერა.
- 1853 : ჯუზეპე ვერდის ტრუბადურის პრემიერა რომში.
- 1861 : აშშ-ს გამოეყო ჯორჯიის შტატი.
- 1883 : თომას ედისონის მიერ აგებული პირველი ელექტრო გამანათებელი სისტემა იწყებს ფუნქციონირებას როსელში, ნიუ-ჯერსი.
- 1915 : ჯორჯ კლოდი აპატენტებს ნეონის ნათურას სარეკლამო აბრების გამოყენებისთვის.
- 1918 : ფინეთის სამოქალაქო ომი — პირველი სერიოზული შეტაკება წითლებსა და თეთრებს შორის.
- 1920 : აშშ-ის სენატი კენჭისყრით ერთა ლიგაში შესვლას მხარს არ უჭერს.
- 1923 : საქართველოში დაარსდა პროფესორ ელიავას სახელობის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.
- 1935 : კომპანია კუპერსი მსოფლიოში პირველად უშვებს მამაკაცის მოკლე საცვალს.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი — იაპონია იჭრება ბირმაში.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი — საბჭოთა ძალები ანთავისუფლებენ ლოძის ებრაელთა გეტოს. 1940 წელს 230 000 მცხოვრებიდან ნაცისტების იკუპაციას მხოლოდ 900 გადაურჩა.
- 1948 : რუსთავში დაიწყო მეტალურგთა ქალაქის მშენებლობა.
- 1959 : გაიხსნა საქართველოს მწერალთა მეხუთე ყრილობა.
- 1963 : The Beatles პირველად გამოჩნდა ტელეეთერში.
- 1966 : ინდირა განდი გახდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი.
- 1977 : მაიამიში, ფლორიდა, თოვლი წამოვიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო (დღემდე) ისტორიაში, როცა ამ ქალაქში თოვლი დაფიქსირდა.
- 1983 : კომპანია „ეპლ კომპიუტერი“ უშვებს ეპლ ლიზას — პირველი კომერციული პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც გრაფიკული ინტერფეისი და თაგუნა ჰქონდა.
- 2011: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფართომასშტაბიანმა წყალდიდობებმა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 399 : პულხერია — ბიზანტიის იმპერიის რეგენტი
- 840: მიხეილ III — ბიზანტიის იმპერატორი.
- 1544 : ფრანსუა II — საფრანგეთის მეფე
- 1798 : ოგიუსტ კონტი — ფრანგი ფილოსოფოსი.
- 1807 : რობერტ ლი — ამერიკელი სამხედრო მოღვაწე
- 1808 : ლიზანდერ სპუნერი — ამერიკელი პოლიტიკური ფილოსოფოსი
- 1809 : ედგარ ალან პო— ამერიკელი მწერალი.
- 1839 : პოლ სეზანი — ფრანგი მხატვარი, იმპრესიონისტი.
- 1851 : ივანე დუმბაძე — რუსეთის არმიის გენერალი
- 1883 :ჰერმან აბენდროთი — გერმანელი დირიჟორი.
- 1886 : მისაქ მეწარენცი — სომეხი პოეტი.
- 1905 : არჩილ ჩხარტიშვილი — ქართველი საბჭოთა თეატრის რეჟისორი
- 1910 : ნინო რამიშვილი — ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი.
- 1912 : ლეონიდ კანტოროვიჩი — საბჭოთა მათემატიკოსი და ეკონომისტი
- 1920 : ხავიერ პერეს დე კუელიარი — გაეროს გენერალური მდივანი
- 1920 : რობერტო ლევინგსტონი — არგენტინელი პოლიტიკოსი.
- 1927 : ვაჟა გოგოლაძე — ქართველი ლოტბარი
- 1936 : ზიაურ რაჰმანი ბანგლადეშის პრეზიდენტი 1977–1981 წლებში.
- 1943 : ჯენის ჯოპლინი — ამერიკელი ბლუზით შთაგონებული როკ-მომღერალი
- 1944 : თომ მეინი — ამერიკელი არქიტექტორი
- 1947 : ჯანი კარნევალი — იტალიელი ფეხბურთელი
- 1949 : დენის ტეილორი — ჩრდილოეთირლანდიელი პროფესიონალი სნუკერისტი.
- 1954 : სინდი შერმანი — ამერიკელი მხატვარი, ფოტოგრაფი
- 1960: მაურო ტასოტი — იტალიელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი.
- 1963 : ალექსანდრე ზალდოსტანოვი — საბჭოთა და რუსი ბაიკერი
- 1969 : დავით ბეჟუაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი
- 1969 : პრედრაგ მიატოვიჩი — მონტენეგროელი საფეხბურთო მოხელე და ყოფილი ფეხბურთელი.
- 1977 : ნიკოლი — ჩილელი მომღერალი და მსახიობი
- 1980 : ჯენსონ ბატონი — ბრიტანელი ფორმულა ერთის მრბოლელი
- 1981 : ლუჩო გონსალესი — არგენტინელი ფეხბურთელი
- 1986 : კლაუდიო მარკიზიო — იტალიელი ფეხბურთელი
- 1987 : ართურ სარკისოვი — სომეხი ფეხბურთელი
- 1992 : ლოგან ლერმანი — ამერიკელი მსახიობი
- 1995 : ნიკა ჭანტურია — ქართველი ფეხბურთელი
- 1996 : ილია კერძევაძე — ქართველი ფეხბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1517 : ვასკო ნუნიეს დე ბალბოა — ესპანელი კონკისტადორი და აღმომჩენი.
- 1629 : აბას I — ირანის შაჰი
- 1986 : ჰელგასონი, იოუნ — ისლანდიელი პოეტი და ფილოლოგი
- 1990 : ჩანდრა მოხად რაჯნისი — ინდოელი რელიგიური მოღვაწე
- 2022 : გასპარ ულიელი — ფრანგი მსახიობი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: